კომენტარი
შანტაჟის ენით ელაპარაკეთ იმათ, სადაც გაგდიოდათ! - კახა კალაძე
შანტაჟის ენით ელაპარაკეთ იმათ, სადაც გაგდიოდათ! - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ზოგიერთ ცხოველთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს.
"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამაზრზენ კადრებს, რომელიც ერთი მხრივ ნიშანია იმისა, რომ ხდება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია, ხოლო მეორე მხრივ ფაქტია, რომ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან. იცით, რომ უკვე დაწყებულია გამოძიება ამასთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ მოკლე ხანში გამოვლინდება ყველა ის ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა ეს ამაზრზენი დანაშაული - უმწეო ლეკვი განათავსა მკვდარ ცხოველებთან და დაარღვია შიდა სანიტარული წესები.
ვფიქრობთ, ეს არის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში მიმდინარე რეფორმების, მათ შორის საკადრო პოლიტიკისა და ზოგიერთი სხვა გადაწყვეტილების შედეგი, ვგულისხმობ ხელშეკრულების გაწყვეტას ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან.
არაერთხელ გამიკეთებია განცხადება ამასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად ვართ თანამშრომლობისთვის კონკრეტულ ორგანიზაციებთან, ადამიანებთან, ვისაც სურვილი აქვს ცვლილებები განახორციელოს მართლაც ჩვენთან ერთად ამ მიმართულებით.
ჩვენ გვესმის, რომ არის პრობლემები და გამოვხატეთ მზაობა რეფორმების დაწყებაზე.
თუ დამატებითი თანხებია გამოსაყოფი, ამაზეც უკან არ ვიხევთ. თუმცა, შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის. საუბრები იყო, სააგენტოს მხრიდან მომხდარიყო პასპორტების შესყიდვა კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, კონკრეტული დასაქმების მოთხოვნა იყო სააგენტოში.
მიზანმიმართულად არ ვასახელებ ამ სააგენტოებს. ასევე, საუბარი იყო წამლების შესყიდვაზე. მეგობრებო, წამლების გაყიდვა ვისაც სურს, ტარდება ტენდერი და შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა. შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულა მიუღებელია ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. შანტაჟის ენით ელაპარაკეთ იმათ, სადაც გაგდიოდათ ეს საუბარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


