კომენტარი
შამბამ აღიარა ის, რაზეც ვსაუბრობდით ამდენი წლის განმავლობაში - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ შამბამ აღიარა ის, რაზეც ოფიციალური თბილისი ბოლო ათწლეულების განმავლობაში საუბრობს.
„საინტერესო ფრაზები მოვისმინეთ, მათ შორის, შამბამ აღიარა ის, რაზეც ვსაუბრობდით ამდენი წლის განმავლობაში. კერძოდ, საუბარია ისტორიაზე. თქვენ იცით, როგორია დღეს დამოუკიდებლობის ხარისხი და შესაბამისად, როგორი იყო მისი დამოუკიდებლობის ხარისხი. რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ათწლეულების განმავლობაში, პრაქტიკულად, ის აღიარა შამბამ. ეს არის ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესო“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიდგომა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მშვიდობიანია და ამ მიმართულებით, ნაბიჯები იდგმება.
„ჩვენ ვართ ორიენტირებულნი იმაზე, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ნდობის აღდგენა ქართველებსა და აფხაზებს შორის. თუმცა, არის ხელოვნური ბარიერები და ამ ხელოვნურ ბარიერებს ქმნის რუსეთის ფედერაცია, რაც ართულებს ამ პროცესს. ჩვენ ვიქნებით პრინციპულები ამ პოლიტიკაში დავამტკიცეთ სამშვიდობო ინიციატივა, გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები და ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მოქალაქეებს შორის ურთიერთობების დაახლოებას“, – განაცხადა კობახიძემ.
შამბამ ოპოზიციური ძალების ბლოკის შეკრებაზე განაცხადა, რომ აფხაზეთი ღრმა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება და ამან შეიძლება რეგიონი დიდი ტრაგედიამდე მიიყვანოს.
„თუ უახლოეს პერიოდში ვერ გამოვალთ ამ კრიზისიდან, ისეთ უფსკრულში გადავცვივდებით, რომლიდანაც ვერ გამოვალთ. მაშინ რისთვის გვჭირდებოდა ეს ბრძოლა? რისთვის ჩავმარხეთ მიწაში ამდენი ძმა და მეგობარი? და ახლა, მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა მივიღეთ, ჩვენ შევქმენით სახელმწიფო , რომელიც ჩვენს ისტორიაში არასდროს არ ყოფილა. ჩვენ ვსაუბრობთ აფხაზეთის სამეფოზე, აფხაზეთის სამეფო ბიზანტიას ექვემდებარებოდა, აფხაზი მეფეები იქიდან იღებდნენ ნებართვას, ტიტულებს. ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებლობა, რომელიც არასდროს არ გვქონია და რომლითაც ვერ განვაგებთ, რადგან სახელმწიფოს სათავეში არის უუნარო ხალხის გროვა, რომელსაც არ შეუძლია მართვა და წასვლა არ სურს.
ჩვენ ყველა დამნაშავეები ვართ, უპირველეს ყოვლისა, მე, რომ ისინი მოვიდნენ. მაგრამ იმედი გვქონდა, რო ვიღაცები მოვიდოდნენ, ვინც რამეს გააკეთებდა.
საჭიროა ხალხთან მისვლა და ახსნა, რა ხდება, რომ ხვალ დიდი ტრაგედია გველის, ისეთივე, როგორც მე-19 საუკუნეში, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ. ისევ დავკარგავთ ყველაფერს. მერე მუხლებზე დავიჩოქებით და საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ, მიგვიღონ თავიანთ შემადგენლობაში. ხვეწნას დავუწყებთ. ეს გვინდა? მე არ მინდა“, -თქვა შამბამ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


