კომენტარი
სესხის ლარში გადაყვანისას ადამიანებს პროცენტი გაეზრდებათ - რომან გოცირიძე
ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობამ ხალხი, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა მოატყუა.
როგორც გოცირიძემ პარლამენტის სესიაზე აღნიშნა, პრემიერ-მინისტრს რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში გამოსვლის დროს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ გადასახადების მომატებას აპირებდა.
„ფაქტობრივად, მთავრობამ მოატყუა ხალხი, მოგვატყუა ჩვენ და მოგატყუათ თქვენ - უმრავლესობა. აქ არც ერთი სიტყვით არ იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ თურმე აპირებენ გადასახადების მომატებას. რომ სულ მალე მოიმატებს გადასახადები ავტომობილების იმპორტზე, აქციზზე, გაძვირდება საწვავი, რასაც მოჰყება გაძვირება ფაქტობრივად ყველა სახის საქონლისა, რაც კი პირდაპირ თუ ირიბად სწორედ საწვავის ფასებთან არის დაკავშირებული. ხელისუფლებას აქ არ უთქვამს, რომ დაუწესებდა ადამიანებს სესხის აღებას უცხოურ ვალუტაში და გაუქმებდა ონლაინ სესხების სისტემას. მოგვწონს თუ არ მოგწვონს, სხვა საკითხია. და რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლებას აქ არ უთქვამს, რომ ჩვენი ჯიბიდან აპირებს ვიღაცის ვალების გასტუმრებას“,-აღნიშნა გოცირიძემ.
მისი თქმით, უცხოურ ვალუტაში სესხის მქონე ადამიანებისთვის, მათი ლარში გადაყვანა არ იქნება ამ ადამიანებისთის მდგომარეობის შემსუბუქება.
„ამ ადამიანებისთვის არავითარი შემსუბუქება ვერ იქნება, ვინაიდან ლარში გადაყვანისას პროცენტი გაეზრდება და იმ შემთხვევაში, თუ ლარი გამყარდება, მათ უკვე მოუწევთ გაცილებით დიდი საგადასახადო ტვირთის ზიდვა. თუ გგონიათ და აპირებთ, რომ ლარი არ გამყარდეს? თუ თქვენ შეეგუეთ იმას, რომ ლარი დარჩება 2,53 ან წავა წინ, მაშინ ეს იქნება კატასტროფული ეკონომიკისათვის“,-აღნიშნა გოცირიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


