მსოფლიო
სერჟ სარგსიანი მმართველი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეობის თანამდებობასაც დატოვებს
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პრემიერის პოსტის შემდეგ მმართველი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეობის თანამდებობასაც დატოვებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა სარგსიანის, პრემიერის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის კარენ კარაპეტიანისა და უმრავლესობის წევრთა შეხვედრის შემდეგ.
„იყო მიღებული გადაწყვეტილება, დავიწყოთ დისკუსიები რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის შეცვლის შესახებ. ექს-პრეზიდენტმა და მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა სერჟ სარგსიანმა განუმარტა შეკრებილებს თავისი გადადგომის მიზეზი, საპარლამენტო ფრაქცია სომხეთის რესპუბლიკურ პარტიასთან შესაძლო მუშაობის სხვადასხვა სცენარი წარუდგინა ქვეყანაში შიდა სიმშვიდისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“,- წერია სომხეთის რესპუბლიკური პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრესრელიზის თანახმად, სარგსიანი ესწრებოდა სხდომის პირველ ნაწილს. მეორე ნახევარში კი ფრაქციის წევრები და პრემიერის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი შეთანხმდნენ, რომ მმართველი გუნდი მზადაა, ყველა მხარესთან განიხილოს ნებისმიერი საკითხი წინასწარი პირობების გარეშე.
სომხეთის პარლამენტმა სერჟ სარგსიანი პრემიერის პოსტზე 17 აპრილს დაამტკიცა, თუმცა 23 აპრილს ექს-პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება მან მიიღო მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, რომლის მონაწილეები მის გადადგომასა და პოლიტიკიდან წასვლას ითხოვდნენ.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


