კომენტარი
სერგი კაპანაძე –სალომე ზურაბიშვილზე: სამწუხაროდ, მინისტრობა არ ნიშნავს იმას, რომ კომპეტენტურია
სალომე ზურაბიშვილი ლაპარაკობს იმაზე, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღვადგინოთ, - განაცხადა მედიანიუსთან საუბარში ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრმა, სერგი კაპანაძემ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, ,,ოკუპანტის’’ სტატუსის მინიჭების გამო, საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკებების გზა დაბლოკილი აქვს.
როგორც სერგი კაპანაძე ამბობს, სალომე ზურაბიშვილის შეფასება ფუნდამენტურად არასწორია.
,,ეს არის ღრმად არასწორი შეფასება. ოკუპანტის სტატუსი რუსეთს აქვს იმის გამო, რომ არის ოკუპანტი. თუ არის ქვეყანა ოკუპანტი, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამართლებრივი სტატუსი ოკუპირებული ქვეყნისგან მინიჭებული. ძალიან მარტივი ამბავია ეს.
რაც შეეხება იმას, რომ დიპლომატია არის ერთადერთი გზა, ამაში არ შევედავები, ბუნებრივია, მაგრამ ერთი მეორეს ხელს არ უშლის.
რუსეთთან მოლაპარაკებები გვაქვს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში და იქ შეგიძლია დიპლომატია გამოიყენო. როცა საჭირო იყო ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებზე მოლაპარაკებები, ჟენევის მოალაპარაკებების პარალელურად გვქონდა საუბარი იგივე კარასინთან. როცა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვან თემაზე - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საკითხზე გახდა საჭიროება, ჩვეულებრივად, შვეიცარელების მეშვეობით მოვილაპარაკეთ’’, - ამბობს სერგი კაპანაძე.
მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ,,საკითხში ვერ ერკვევა.’’
,,ლაპარაკობს იმაზე, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღვადგინოთ და როგორ წარმოუდგენია აღდგენა, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია ოკუპირებულია და გამოცხადებულია დამოუკიდებლად, ეს ჩემთვის გაუგებარია. ბევრჯერ მსმენია მსგავსი ქალბატონი სალომესგან და არ მიკვირს. ეს არის საერთოდ არცოდნა იმ პრობლემების და თემის, რომელზეც ლაპარაკობს. სამწუხაროდ, მინისტრობა არ ნიშნავს იმას, რომ კომპეტენტურია’’, - განაცხადა სერგი კაპანაძემ მედიანიუსთან საუბარში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


