მსოფლიო
სერგეი ლავროვი რუსეთის ახალ მთავრობაში არ შევა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ შევა ქვეყნის ახალი მთავრობის შემადგენლობაში, რომელიც უნდა ჩამოაყალიბოს ხელახლა არჩეულმა ვლადიმერ პუტინმა. ამის შესახებ RTVI-ს რამდენიმე წყარომ უთხრა საგარეო უწყებიდან და ლავროვის საახლობლოდან.
წყაროების ცნობით, ლავროვს რამდენიმე წელია სურს, დატოვოს თანამდებობა, რომელსაც იკავებს 2004 წლიდან. ამის მიზეზად კი დაღლილობა სახელდება, თუმცა ის დარჩა პუტინის თხოვნით.
რაც შეეხება მის სავარაუდო შემცვლელებს, საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს ლავროვის ერთ-ერთმა მოადგილემ, ან გარედან , მაგალითად, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოსულმა პირმა.
წყაროს თქმით, ლავროვი, სავარაუდოდ, არ წავა პენსიაზე, არამედ დაიკავებს თანამდებობას, მაგალითად, რუსეთის უშიშროების საბჭოში.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


