რეგიონები
სენაკში დაკარგული 8 წლის ბიჭის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
სენაკში დაკარგული 8 წლის ბიჭის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
ადვოკატის ლაშა ხოშტარიას ინფორმაციით, გამოძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფს სისხლის სამართლის კოდექის 129-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის დაუხმარებლობას გულისხმობს.
დაკავებულის განმარტებით, მოზარდი წყალში გადავარდა, თუმცა მან დახმარება ვერ შეძლო, რადგან ცურვა არ იცის, ფაქტი კი იმიტომ დამალა, რომ შეეშინდა. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
სენაკში 8 წლის მოზარდი რამდენიმე დღის წინ დაიკარგა. დაკარგულის ოჯახი დაკავებულს მკვლელობაში ადანაშაულებს. უკვე მეორე დღეა ბავშვს მდინარე ტეხურაში ეძებენ. დღეს დილით სამძებრო სამუშაოები განახლდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


