რეგიონები
სენაკში დაკარგული 8 წლის ბიჭის მშობლები შვილის გარდაცვალებაში ადგილობრივ მცხოვრებს ადანაშაულებენ
სენაკში, ერთი კვირის წინ დაკარგულ 8 წლის ბიჭს სამძებრო-სამაშველო ბრიგადები მდინარე ტეხურაში ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარის პირას ჯართს აგროვებდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.
დაკარგული მოზარდის მშობლები შვილის მკვლელობაში ადგილობრივ მცხოვრებს ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, 8 წლის ნიკა გაბეჩავა ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მდინარე ტეხურში გადააგდეს. ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევის დროს მდინარესთან კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ამჟამად დაკავებულია. მის წინააღმდეგ საქმე ბავშვის დაუხმარებლობის მუხლითაა აღძრული. დაკავებული 8 წლის ბიჭის მეზობელია.
შსს-ს ინფორმაციით, "სისხლის სამართლის საქმე" აღძრულია 129-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შეუტყობინებლობას სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


