კომენტარი
საზოგადოება ისეა ხელჩაქნეული, რომ მძაფრი რეაქცია აღარც უგულავაზე აქვთ - ირმა ინაშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
,,უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. უგულავას და ბოკერიას, რომელთა უშუალო ორგანიზებით და მონაწილეობითაც სასტიკად დაარბიეს ტელეკომპანია "იმედი", რეკლამირებას და მორალურ რეანიმაციას უწევს კვლავ ტელეკომპანია "იმედი".
უგულავა რომ მედიის თავისუფლებაზე ისაუბრებს, ეტყობა, რაღაცა მეშლება... და "იმედი" თავის დროზე ჩემნაირების დარბეულია. არც ბოკერიაა შუაში და არც უგულავა. ეს განურჩევლობა, ეს ვითომ წარსულის მივიწყების მცდელობა, ეს ახალი ტიპის კოჰაბიტაცია, ეს ღალატი, საბედისწერო ფინალით დასრულდება დღევანდელი ხელისუფლებისთვის. მანამდე განაგრძონ ჩახუტება ბოკერიასა და უგულავასთან. ეს მათი არჩევანია.
სამწუხაროდ, საზოგადოება ისეთი ატროფირებულია, ისეა ხელჩაქნეული, რომ მძაფრი რეაქცია აღარც უგულავაზე აქვთ და არც ციხის ჯალათებს დღევანდელი გასამართლება იპყრობს მედიის ყურადღებას. ამაზე, სწორედ ჩვენი მეხსიერების დაღლაზეა გათვლილი ბოკერია-უგულავას პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური მიზნები. დაიღლებიან, დაავიწყდებათ ჩვენი ბოროტი საქმეები, შეგვეგუებიან და ბოლოს... ბოლოს მოვალთ ხელისუფლებაში. აი, სწორედ აქ ვერ მოვლენ, მაგრამ ამ მცდელობისას მორიგჯერ დააზიანებენ ქვეყანას. ეს მათი პროფესიაა უკვე.“ - წერს ინაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


