კომენტარი
სავარაუდოდ , ლიკვიდირების გეგმაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ერთადერთი ფიგურანტი არ იყო - ირაკლი მამალაძე
ორი არჩევანი მქონდა პირადად მე, ან უნდა ვყოფილიყავი დანაშაულში ან უნდა მემხილებინა ადამიანები, რომლებიც გეგმავდნენ უმძიმეს დანაშაულს, - აცხადებს ჟურნალისტი, ირაკლი მამალაძე, რომელიც მაღალი იერარქიის სასულიერი პირის მკვლელობის მცდელობის საქმეზე პროკურატურის მთავარ მოწმედ სახელდება.
ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ გამოძიებას ბევრი მტკიცებულება აქვს და ის ამ მტკიცებულებების მოპოვებაში სახელმწიფო ბრალდებას ეხმარებოდა.
„რაც გავაკეთე, მინდა ვთქვა მთელი პასუხისმგებლობით, რომ მე მოვიქეცი როგორც კანონიერი მოქალაქე და მე ასე ვთქვათ ვითანამშრომლე გამოძიებასთან იქედან გამომდინარე, რომ საქმე გვქონდა უმძიმეს დანაშაულთან, რომლის აღკვეთა საბედნიეროდ მოხერხდა როგორც აცხადებენ. ორი არჩევანი მქონდა პირადად მე, ან უნდა ვყოფილიყავი დანაშაულში ან უნდა მემხილებინა ადამიანები, რომლებიც გეგმავდნენ უმძიმეს დანაშაულს,“-აცხადებს მამალაძე.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, ლიკვიდირების გეგმაში მამა გიორგი მამალაძე ერთადერთი ფიგურანტი არ იყო.
,,ეს გამოძიებამ უნდა გამოკვეთოს რა თქმა უნდა. მხოლოდ ერთი ადამიანის გახურებულ თავში ეს სიბინძურე არ მოიხარშებოდა და ამის უკან რა თქმა უნდა, სავარაუდოდ, დგანან ადამიანები. არის უამრავი მტკიცებულება, არის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, როგორც თქვეს და დაელოდოს საზოგადოება. თუ ასე ძალიან აინტერესებს საზოგადოების რომელიღაც ნაწილს თუ რა მოხდა, რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას, მე ვფიქრობ უნდა შექმნან რაღაცა ჯგუფი, მოითხოვონ პროკურატურაში შესვლა და ნახონ ეს ჩანაწერები, თუ ეს არ გასაჯაროვდება. ძალიან ბევრ მტკიცებულებაზეა საუბარი, არა მარტო აუდიო და ვიდეო ჩანაწერებზე. საკმაოდ ბევრ მტკიცებულებებზეა საუბარი მინდა გითხრათ და ამას გამოძიება თვითონ იტყვის.
ის ადამიანები, რომლებიც მე დღეს ასე საჯაროდ მლანძღავენ, მიპირისპირდებიან, მინდა მათ ვუთხრა რომ აუცილებლად შერცხვებათ მას შემდეგ რაც გამოძიება დადებს ფაქტს. თავიანთი თავების შერცხვებათ და მაშინ მათ ეძინათ, ქართველმა სამართალდამცავებმა აღკვეთეს უმძიმესი დანაშაული საქართველოში და გადაარჩინეს ქვეყანა იმ უბედურებას რაც იგეგმებოდა.
არ ვიცი მე სავარაუდოდ ვისი მოკვლა იგეგმებოდა და ლიკვიდაცია, მე არ ვიცი. გამოვიდეს დუმილის უფლებას ვინც იყენებს და თქვას: სად მიდიოდა, რა მიჰქონდა, რატომ მიჰქონდა და ვინ იდგა მის უკან,“- განაცხადა ირაკლი მამალაძემ რუსთავი 2-თან საუბარში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


