მსოფლიო
საუდის არაბეთში პრინცები, ბიზნესმენები და მაღალჩინოსნები „ოქროს გალიიდან“ გაათავისუფლეს
საუდის არაბეთის მთავრობამ გაათავისუფლა „ოქროს გალიიდან“ ყველა ის პრინცი, ყოფილი მინისტრი და ბიზნესმენი, რომლებიც 2017 წლის ნოემბერში დააკავეს კორუფციის ბრალდებით.
სააგენტო როიტერსის ინფორმაციით, კორუფციაში ბრალდებულები დამწყვდეულები იყვნენ ე.წ. „ოქროს გალიაში“ - ერ რიადში მდებარე უმაღლესი კლასის სასტუმრო Ritz-Carlton-ში.
„Ritz-Carlton-ში დაკავებულები აღარ დარჩნენ“, -უთხრა ერთ-ერთმა ჩინოსანმა როიტერსს. წყაროს არ უთქვამს, რამდენი დაკავებული დარჩა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან ქვეყნის რომელიმე სხვა ადგილას. სხვა წყაროები არ გამორიცხავენ, რომ კორუფციაში ბრალდებულები სასტუმროდან ციხეში გადაეყვანათ, რადგან დაკავებულთა ნაწილი არ აღიარებდა დანაშაულს.
2017 წლის ნომებრის დასაწყისში საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში დააკავა ათეულობით ადამიანი, მათ შორის იყვნენ მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები და სამეფო ოჯახის 11 წევრი. მათ ბრალი აქვთ წაყენებული კორუფციაში, გაფლანგვასა და საკუთარი უფლლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
ადრე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებულთა ნაწილი მთავრობასთან გარიგებაში შევიდა და გათავისუფლების სანაცვლოდ საკუთარი აქტიუვების სახელმწიფოსტვის გადაცემას დათანხმდა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


