მსოფლიო
საუდის არაბეთის პრინცესა გისოსებს მიღმა აღმოჩნდა
საუდის არაბეთში მიმდინარე ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში, პირველად ქვეყნის ისტორიაში, პრინცესა დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა Arabi 21 წერს.
პრინცესა რიმ ალ ვალიდ ბინ ტალალი გუშინ დააკავეს, მანამდე კი კორუფციისა და ფულის გათეთრების ბრალდებით მამამისი, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი პრინცი ალ ვალიდ იბნ ტალალ იბნ აბდელ-აზიზ ალ საუდი დაიჭირეს.
ქვეყანაში მიმდინარე ანტიკორუფციული კამპანიის ინიციატორი საუდის არაბეთის კრონპრინცი ( მეფის შემდეგ ქვეყნის მეორე პირი) მუჰამედ ბინ სალმანია. წინა კვირას მისი ბრძანებით ანტიკორუფციული საბჭო შეიქმნა, რასაც მოჰყვა დაკავებების სერია. გისოსების მიღმა 11 პრინცი და ათეულობით მინისტრი მოხვდა.
კამპანიის ძირითადი მიზანი მთავრობის ზედა ეშელონებში არსებულ კორუფციასთან ბრძოლაა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


