კომენტარი
საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ თავისი ინტერესი გაატარა და „ქართუ ჯგუფმა“ სარგებელი ნახა, აბსოლუტურად უსამართლო და უსაფუძვლოა - ნათია თურნავა
„ამ დღეებში გავრცელდა აბსოლუტურად დამახინჯებული ინტერპრეტაცია, თითქოს „ქართუ ჯგუფმა“ სარგებელი მიიღო ბაკურიანში მიწების გადაცვლით. ესაა თავდაყირად მოწოდებული ინფორმაცია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის განცხადებით, 2023 წელს ბაკურიანში სათხილამურო და სნოუბორდის, ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, რისთვისაც საკურორტო ქალაქში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა პანდემიის მიუხედავად დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.
„დიდველზე ახალი საბაგიროების მშენებლობა და ახალი სასრიალო ტრასების გაყვანა მიმდინარეობს. პროექტირების ეტაპზე გამოიკვეთა, რომ მშენებლობის არეალში მოექცა მიწის ნაკვეთი, რომელიც „ქართუ ჯგუფს“ ეკუთვნის. აღნიშნულ არეალში სხვა კერძო მესაკუთრეების მიწის ნაკვეთებიც მოექცა. ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც სახელმწიფოს სჭირდება ესა თუ ის მიწა იმისთვის, რომ მაღალი დონის ინფრასტრუქტურა განავითაროს, ხდება მესაკუთრისთვის ალტერნატიული სახელმწიფო ნაკვეთის შეთავაზება,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა - დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების სააგენტოს მომართვას „ქართუ ჯგუფი“ დაეთანხმა და კუთვნილი მიწა გადაიცვალა სხვა ალტერნატიულ სახელმწიფო ნაკვეთში.
„აქედან გამომდინარე, ეს მომდინარეობდა სწორედ ჩვენი და არა „ქართუ ჯგუფის“ ინტერესიდან. კომპანიამ, როგორც ყოველთვის, გაითვალისწინა სახელმწიფოს ინტერესი და თავისი მიწა დათმო ალტერნატიული ფართის სანაცვლოდ,“- განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, დიდველის მიმდებარე ტერიტორია, რომელსაც დამსვენებლები პარკინგად სრულიად უფასოდ იყენებენ, ასევე „ქართუ ჯგუფს“ ეკუთვნის.
„აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ თავისი ინტერესი გაატარა და „ქართუ ჯგუფმა“ სარგებელი ნახა, აბსოლუტურად უსამართლო და უსაფუძვლოა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


