კომენტარი
საწვავსა და თამბაქოზე აქციზის გაზრდა და საბანკო რეგულაციები ის კონკრეტული მაგალითებია, რამაც ეკონომიკა, ლარი დაასუსტა და ფასების ზრდა განაპირობა - ზურაბ ჭიაბერაშვილი
შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი რეგულაციების შემცირებასა და გადასახადების დაწევაშია და არა ბიზნესის მიმართ ზემოქმედებაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა კონკურენციის სააგენტოს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა .
მისი შეფასებით, საწვავსა და თამბაქოზე აქციზის გაზრდა და საბანკო რეგულაციები ის კონკრეტული მაგალითებია, რამაც ეკონომიკა, ლარი დაასუსტა და სურსათზე, მედიკამენტებსა და კომუნალურ გადასახადებზე ფასების ზრდა განაპირობა.
„2019 წლის ივლისში, 2018 წლის ივლისთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასები 7.9 პროცენტით გაიზარდა. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ერთი წლის განმავლობაში გაძვირდა: 11.22 პროცენტით ანტიბიოტიკები, 6.29 პროცენტით სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები, 5.64 პროცენტით ვიტამინები, 4.87 პროცენტით ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, 3.1 პროცენტით ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები. ეს იმ პირობებში, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ახერხებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩადებული თანხების ადეკვატურ ათვისებას და ათიათასობით მოქალაქისთვის მედიკამენტების გაძვირებით გამოწვეული სიდუხჭირის შემსუბუქებას“, – განაცხადა დეპუტატმა.
ჭიაბერაშვილის თქმით, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფების მოსალოდნელი ზრდა არსებულ მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს.
„გამოსავალია „ევროპული საქართველოს“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც რეგულაციებისა და გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
საქართველოს კონკურენციის სააგენტო, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, სადისტრიბუციო, რიგი მწარმოებელი კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენელთა მხრიდან – საინფორმაციო საშუალებებში ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებით დაინტერესდა.
„გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტები შესაძლოა კომპანიებს შორის კოორდინაციისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის რისკ-ფაქტორებს შეიცავდეს, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ინფორმაციის მოწოდება და ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი განმარტება მოითხოვა: საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციისგან; შპს „დიპლომატ ჰოლდინგისგან“; საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციისგან; მეფრინველეობის განვითარების ასოციაციისგან“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


