კომენტარი
საშემოდგომო სესიის დაწყების პირველსავე დღეს ვთქვი, რომ ქვეყანაში არის კორუფცია - ნატო ჩხეიძე
იბერია ტვ-ს დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე ტელეკომპანიასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ მესამე აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა და საკითხის კომენტირებისას ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადება გაიხსენა.
,,ჩემი აზრით, საქმე გვაქვს იმასთან, რაც უკვე თქვა ეკა გიგაურმა, რომ ქვეყანაში არის ტოტალური კორუფცია.
პირადად მე, საშემოდგომო სესიის დაწყების პირველსავე დღეს ვთქვი სწორედ ის, რაც დღეს ქალბატონმა ეკამ ბრძანა, რომ ქვეყანაში არის კორუფცია. მაშინაც შეეძლოთ ეკითხათ შესაბამის სტრუქტურებს, თუ რატომ ვამბობდი ამას და რასთან გვქონდა საქმე“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
რაც შეეხება კითხვას, თუ დღეს გავრცელებულ ჩანაწერში რომელ პრემიერზეა საუბარი და არის თუ არა ეს, მამუკა ბახტაძე, ჩხეიძე არ აკონკრეტებს.
,,მე ზუსტად ვერ გეტყვით მაგას. ერთი ის ვიცი, რომ ამ ორი წლის განმავლობაში სამჯერ გაჩერდა ფაბრიკა და სამჯერვე ასეთ საუბრებს ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, მე ზუსტად ვერ ვიტყვი, რომელ პრემიერზეა საუბარი“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


