უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

13 მაისი, 2025 14:41
font-size

სასამართლომ ჟერარ დეპარდიე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო

პარიზის სასამართლომ ცნობილი ფრანგი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე, 2021 წელს გადასაღებ მოედანზე ორი ქალის სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და მას 18 თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი დარტყმაა ფრანგული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურისთვის.

სასამართლო საქმე ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ #MeToo საქმეს წარმოადგენდა საფრანგეთში. დეპარდიე ბრალდებებს გამუდმებით უარყოფდა, ხოლო მისი ადვოკატის განცხადებით, მსახიობი განაჩენს გაასაჩივრებს.

მიუხედავად იმისა, რომ #MeToo მოძრაობამ საფრანგეთში ამერიკასთან შედარებით ნაკლები გავრცელება ჰპოვა, არსებობს ნიშნები, რომ სექსუალური ძალადობის მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულება იცვლება.

ერთი დაზარალებული, გადამღები მოედნის დეკორატორი ამელი კ., სასამართლოში აცხადებდა, რომ დეპარდიემ მას სხეულზე რამდენჯერმე დაუფარავად მოკიდა ხელი, ფეხებს შორის მოიმწყვდია და სექსუალური შინაარსის კომენტარებს აძლევდა.

სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, ორი მოწმე ადასტურებდა ამელი კ-ის მონათხრობს, მაშინ როდესაც თავად დეპარდიეს განმარტებები ურთიერთგამომრიცხავი იყო. მსახიობი სხდომას არ დასწრებია.

ბოლო წლებში დეპარდიეს მიმართ სექსუალური ძალადობის არაერთი ბრალდება გაჩნდა, რაც კინოწარმოების სფეროში ქალთა მიმართ დამოკიდებულების საკითხზე მედია და საზოგადოება განსაკუთრებულად დააფიქრა. მიუხედავად ამისა, მსახიობი ბრალდებებს კვლავ უარყოფს.

სასამართლოში გამოსვლისას დეპარდიემ განაცხადა, რომ არ მიაჩნია სხვისი დუნდულების შეხება სექსუალურ ძალადობად და რომ ზოგიერთ ქალი „ძალიან იოლად შოკდება“.

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი