მსოფლიო
სასამართლომ დავით საყვარელიძეს აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა
ქალაქ ლვოვის გალიცკის რაიონულმა სასამართლომ პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ წევრს, დავით საყვარელიძეს აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა.
ამის შესახებ დავით საყვარელიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მისი ვარაუდით, სასამართლოს ესმის, რომ ეჭვმიტანილობის შესახებ გადაცემული ოქმი, ისევე როგორც მთლიანად საქმე ფუჭია და არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
საყვარელიძის განცხადებით, ბრძოლა გრძელდება მანამდე, სანამ ყველა თანამებრძოლს არ გაათავისუფლებენ და პოლიტიკურ რეპრესიებს არ შეაჩერებენ.
„სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დამტოვა. ალბათ, სასამართლოს ესმის, რომ ჩემთვის გადაცემული ეჭვმიტანილობის შესახებ ოქმი, ისევე როგორც მთლიანად ეს საქმე, ფუჭია და არანაირი საფუძველი არ გააჩნია“, - წერს დავით საყვარელიძე.
გუშინ, ქალაქ ლვოვის გალიცკის რაიონული სასამართლო დავით საყვარელიძესთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევაზე მსჯელობდა.საქმე ეხებოდა 10 სექტემბერს შეგინის გამშვებ პუნქტზე სახელმწიფო საზღვრის გარღვევის საქმეს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


