მსოფლიო
სასაკლაო სკოლაში - ფლორიდაში გარიცხული მოსწავლე სასწავლებელში შეიჭრა და 17 ადამიანი ჩაცხრილა
აშშ-ის შტატ ფლორიდაში, ქალაქ პარკლენდის საშუალო სკოლაში 19 წლის ნიკოლას კრუზმა ცეცხლი გახსნა და 17 ადამიანი ჩაცხრილა.
კრუზი ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო, რომელიც დისციპლინასთან დაკავშირებული მიზეზების გამო გარიცხეს. პოლიციამ ის დააკავა.
ოლქის შერიფ სკოტ ისრაელის ინფორმაციით, სკოლაში შესვლამდე კრუზმა შენობის გარეთ 3 ადამიანი მოკლა, უკვე სასწავლებელში - 12, დანარჩენი 2 საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ექიმ ევან ბოიარის განცხადებით, საავადმყოფოში 17 ადამიანი მიიყვანეს, აქედან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია, სამის კი დასტაბილურდა.
ამ დრომდე მიმდინარეობს გარდაცვლილთა იდენტიფიცირება. შერიფ ისრაელის თქმით, მოკლულებს შორისაა ფეხბურთის მწვრთნელიც, თუმცა მისი ვინაობა არ დაუსახელებია.
თავდასხმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში პოლიცია სპეცრაზმთან ერთად შენობაში შეიჭრა და სკოლიდან მოსწავლეები გაიყვანა, გარეთ სასწრაფო დახმარების მანქანები და მშობლები იყვნენ შეკრებილი.
მოსწავლეების თქმით, სროლის ხმის გაგონებისთანავე მერხების ქვეშ სცადეს დამალვა.
მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ ტვიტერზე.
„ამერიკის სკოლებში არცერთი ბავშვი ან მასწავლებელი თავს დაუცველად არ უნდა გრძნობდეს“, -დაწერა ტრამპმა.
ფლორიდაში მომხდარი შემთხვევა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანია აშშ-ში 2012 წლის კონექტიკუტიში, სკოლაში ამტყდარი სროლის შემდეგ, რომლის შედეგად 26 ადამიანი მოკლეს.
ანა მებურიშვილი
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


