კომენტარი
საქართველოსთან კარგი ურთიერთობა ყველას გვენატრება - მარია ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთსა და საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის, ორივე ქვეყანა აქტიური დიალოგის გაგრძელებით არის დაინტერესებული.
ამის შესახებ ზახაროვამ სპეციალურ ბრიფინგზე ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის პრაღაში გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მარია ზახაროვას თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სავაჭრო, სატრანსპორტო, კულტურულ და ჰუმანიტარულ საკითხებს.
„2016 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 17%-ით გაიზარდა . რუსეთი რჩება საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორად და საქართველოს ღვინის პროდუქციის რეალიზაციის მთავარ ბაზრად. წელს რუსეთის ბაზარაზე ქართული ღვინის იმპორტი 36%-ით გაიზარდა. ვიმედოვნებთ, რომ ნოემბერში, თბილისში რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ორი ქვეყნის ეკონონომიკური კავშირების გაძლიერებას უზრუნველყოფს.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საჰაერო და საავტომობილო გადაზიდვების გაზრდილი მაჩვენებელი. ამ მიმართულებით ვითარდება ორი ქვეყნის სატრასპორტო უწყებების ხელმძღვანელების ურთიერთობები.
გაგრძელდება მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების ლიბერალიზაციის მიმართულებით. საქართველოში რუსეთის ვიზებზე მოთხოვნა კვლავ სტაბილურად მაღალია.
მიმდინარე წელს საქართველო რუსეთიდან ტურისტების რეკორდული მაჩვენებელს -მილიონზე მეტ ტურისტს მიიღებს. ბევრი ჩემი მეგობარი იყო საქართველოში და ამბობენ, რომ ძალიან მოეწონათ.
ვითარდება ურთიერთობები კულტურის სფეროში.რუსეთი საქართველოს ქართული ფილმების ორიგინალ ვერსიებს გადასცემს.
მხარეები დაადასტურეს მზაობა ურთიერთობების ნორმალიზების გაგრძელებისთვის პრაგმატული ნაბიჯების გადადგმაზე, რომელიც ჩვენ ყველას გვენატრება“,-აღნიშნა ზახაროვამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


