მსოფლიო
საქართველოში 22 და 23 ივლისს ნალექიან ამინდს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 22 და 23 ივლისისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.
ხვალ, 22 ივლისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ძლიერი წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +24, +29; მთაში +24, +29; მაღალ მთაში +20, +25 გრადუსი.
ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც საღამოს საათებში. მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ელჭექის დროს შესაძლებელია ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +27, +32; მთაში +24, +29; მაღალ მთაში +17, +22 გრადუსი.
თბილისში საღამოს საათებში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში +30 გრადუსი იქნება.
ზეგ, 23 ივლისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +23, +28; მთაში +21, +26; მაღალ მთაში +17, +22 გრადუსი.
ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +26, +31; მთაში +21, +26; მაღალ მთაში +14, +19 გრადუსი.
თბილისში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა კი დედაქალაქში +29 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


