მსოფლიო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანელ კოლეგას ბერლინში ტერორისტული აქტთან დაკავშირებით მიუსამძიმრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ გერმანელ კოლეგას ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს 19 დეკემბერს ბერლინში, ხსოვნის ეკლესიასთან განხორციელებული სასტიკი ტერორისტული თავდასხმასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა და ღრმა მწუხარება გამოთქვა მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.
„საქართველო უმკაცრესად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპაში ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში. ამ უაღრესად გამოწვევებით აღსავსე ვითარებაში მსურს გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ევროპაში უსაფრთხოების შენარჩუნებისა და შემდგომი გაძლიერების საქმეში, ძვირფასო კოლეგავ, თქვენთვის და თქვენი თანამოქალაქეებისთვის ამ მძიმე წუთებში ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა და დაშავებულებს, ხოლო ჩვენი ფიქრები ეკუთვნით მათ ოჯახებს და ახლობლებს“ - ნათქვამია გერმანელი კოლეგისადმი გაგზავნილ სამძიმრის წერილში.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


