კომენტარი
საქართველოს მთავრობას რუსეთ-საქართველოს ომის მებრძოლების მიმართ მოღალატეობრივი პოზიცია აქვს - ხატია დეკანოიძე
უკრაინის პოლიციის ყოფილი უფროსი ხატია დეკანოიძე, 15 იანვარს, უკრაინის საზღვარზე ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც დეკანოიძემ ნაციონალურ მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცერცვაძის დაკავება უკავშირდება საქართველოს მთავრობის მოღალატეობრივ პოზიციას.
„საქმე გვაქვს პირდაპირ საქართველოს მთავრობის მოღალატეობრივ პოზიციასთან. ვინაიდან, საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის სპეცსამსახურებისთვის გადაცემულ ინფორმაციში, სადაც მოთხრობილია და აღწერილია საქართველოს ჯარისკაცების ყველანაირი მონაცემები, იმ ადამიანების, რომლებიც იბრძოდნენ რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ეს მონაცემები „სასწაულებრივი გზით“ აღმოჩნდა, რუსეთის სპეცსამსახურების ხელში. რუსეთის სპეცსამსხურებმა შემდეგ ეს მონაცემები დააგზავნეს საერთაშორისო მასშტაბით ყველა ქვეყნის საზღვრებზე და ამის შედეგად, ვიცე-პოლკოვნიკი ცერცვაძე, დღეს არის იმ საფრთხის ქვეშ, რომ შესაძლებელია მოხდეს მისი გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მის ჯანმრთელობას, არამედ მის სიცოცხლესაც“,-აღნიშნა დეკანოიძემ.
დეკანოიძე საერთაშორისო თანამეგობრობას, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს მიმართავს, რომ ისინი უნდა დადგნენ სადარაჯოზე, რომ საქართველოს მთავრობამ ბოლომდე მოღალატეობრივი პოზიცია არ დაიკავოს, „იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ის მამაცი მებრძოლები, რომლებიც იბრძოდნენ არა მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ომში არამედ, 2014-2015 წლებში უკრაინის ტერიტორიაზე, საბოლოოდ არ მოხდეს ამ ადამიანების ფიზიკური განადგურება, რაც ჩაფიქრებული აქვს საქართველოს მთავრობას“.
ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ეს მიმართულება ხაზს უსვამს გარემოებას, რომ საქართველოს მთვრობა, საქართველოს სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურებთან არიან კავშირში და ეს არის „ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სერიოზული საფრთხის მატარებელი“.
დეკანოიძე იმედს გამოთქვამს. რომ კიევის სასამართლო მიიღებს ადექვატურ გადაწყვეტილებას და ცერცვაძეს რუსეთის ფედერაციას არ გადასცემენ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს კიევის ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. მას ქალაქ სოჭში 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.
კიევის სასამართლომ ის წინასწარ პატიმრობაში 40 დღით უკვე მოათავსა
მონიკა დავლიანიძე.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


