მსოფლიო
საქართველოს მოქალაქეების ისრაელში უკანონოდ შეყვანის ორგანიზების ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს
ისრაელის პოლიციამ დააკავა ექვსი ადამიანი, რომლებიც ისრაელში, ბენ გურიონის აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ შეყვანის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „იერუსალიმ პოსტზე“ დაყრდნობით საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.
დაკავებულებს ბრალი ედებათ მოსყიდვაში, თაღლითობაში, ასევე ისრაელის სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევაში.
გამოძიება ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა და ისრაელის პოლიცის ანტიკორუფციულმა დანაყოფმა ჩაატარა, რა დროსაც გამოავლინეს დანაშაულებრივი ქსელის წევრები. აღნიშნული ქსელი ეჭვმიტანილია ისრაელში უკანონო გზით საქართველოს მოქალაქეების შეყვანაში.
როგორც გამოცემა წერს, ქსელის წევრებს შორის არიან აეროპორტის მომსახურე კომპანიების თანამშრომლები, ისინი ორგანიზებულად და სისტემატურად ეხმარებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბენ გურიონის აეროპორტში უსაფრთხოების მექანიზმის გვერდის ავლაში და ისრაელში ისინი სასაზღვრო კონტროლის გავლის გარეშე შეჰყავდათ.
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


