კომენტარი
საქართველოს ხელისუფლებას თუ სჯერა, რომ პუტინი ჟენევის მოლაპარაკებებში ჩაერთვება, ეს ყველაზე უკეთეს შემთხვევაში გულუბრყვილო განცხადებაა - გიგა ბოკერია
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია არაკომპეტენტურ უწოდებს რუსეთის ხელისუფლებისადმი საქართველოს პრემიერის მიმართვას, რომელსაც დღეს სერგეი ლავროვის უწყებამ განცხადებით უპასუხა.
ბოკერიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას თუ სჯერა, რომ პუტინი ჟენევის მოლაპარაკებებში ჩაერთვება, ეს ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, გულუბრყვილო განცხადებაა.
„თქვენ ვინმე სერიოზულად იხილავთ, რომ პუტინი ჩავა ჟენევაში? უკეთეს შემთხვევაში ეს არის გულუბრყვილობა, არაკომპეტენტურობა და პოლიტიკურ ნების არ ქონა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მოქალაქეები დაიცვან.
კონკრეტულ შედეგებს ვხედავთ, ორი საზარელი მკვლელობის შემდეგ მივედით იქამდე, რომ მხოლოდ ცხედრის დაბრუნებაზე საუბრობს საქართველოს მთავრობა და თან ჰგონია გულუბრყვილოდ, რომ ასეთი ჟესტებით რაიმე პოლიტიკურ შედეგს მიაღწევს რუსეთთან, ვგულისხმობ პოლიტიკის შეცვლას რუსეთის და ეუბნება, რომ პირდაპირ ურთიერთობაზე გადავალ ცხინვალთან და სოხუმთანო, ანუ პრაქტიკულად დავთანხმდებით იმას, რომ ეს არის ორი ეთნიკური კონფლიქტი,“-აცხადებს გიგა ბოკერია.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


