კომენტარი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შესაძლო მოწამვლის ისტორია მოცემულ მომენტში საკმაოდ უცნაურია - რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შესაძლო მოწამვლის ისტორია მოცემულ მომენტში საკმაოდ უცნაურია და ამიტომ გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ, - განუცხადა „რია ნოვოსტის“ რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენელმა, დეკანოზმა იგორ იაკიმჩუკმა.
,,რაც შეეხება მოცემულ კონკრეტულ შემთხვევას, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. მთელი ეს ისტორია საკმაოდ უცნაურად გამოიყურება თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამჟამად მკურნალობას საქართველოს ტერიტორიიდან მოშორებით გადის’’, - განაცხადა იაკიმჩუკმა.
მისი თქმით, რთულია ისტორიიდან მსგავსი შემთხვევების გახსენება’, განსაკუთრებით უკანასკნელ ასწლეულში.
როგორც იაკიმჩუკი აღნიშნავს, რუსეთის მართმადიდებლურ ეკლესიაში ჯერ არ არის ნათელი, შეესაბამება თუ არა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს, თუ ეს საინფორმაციო ბრძოლის ნაწილია.
მისივე თქმით, ილია მეორე ყოველთვის ინარჩუნებდა კარგ ურთიერთობას რუსულ ეკლესიასთან და მიუხედავად ორ ქვეყანას შორის კრიტიკული მომენტებისა, საეკლესიო ურთიერთობებს ზიანი არ მიყენებია.
,,პირიქით, უფრო მტკიცე ხდებოდა’’, - აღნიშნა რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


