კომენტარი
საქართველოს ჰყავს ევროპულად მოაზროვნე მოსამართლე, რომელიც ტოლს არ დაუდებს სტრასბურგში სხვა ქვეყნის მოსამართლეებს - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, საქართველოს სტრასბურგის ადამიანის უფელაბთა სასამართლოში ყავს ევროპულად მოაზროვნე მოსამართლე, რომელიც ტოლს არ დაუდებს სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქმედ მოსამართლეს.
ამის შესახებ წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ევროსასამართლოში ლადო ჭანტურიას კანდიდატურის დამტკიცების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
საქართველოს მიერ წარდგენილი მოსამართლეების პირველი სიის ჩავარდნაზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩავარდნა უკავშირდებოდა იმ პროცესებს, რომელიც ქვეყნის შიგნით და სტრასბურგში მიმდინარეობდა.
„ლადო ჭანტურიამ 179 ხმიდან დააგროვა 120 ხმა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეორე ტური არ გამართულიყო. ამით დაახლოებით 2-წლიანი რთული, მათ შორის ჩემთვისაც, როგორც კომისიის თავმჯდომარისთვის, პერიოდი დასრულდა. დასრულდა წარმატებით, გამარჯვებით, რადგან საქართველოს ჰყავს ევროპულად მოაზროვნე, პროფესორი, დოქტორი და სამართალმცოდნე, რომელიც ტოლს არ დაუდებს სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქმედ მოსამართლეს, რაც ქვეყნის პრესტიჟისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენი სია ჩავარდა ერთადერთხელ, რაც არაერთხელ მომხდარა სხვა ქვეყნების შემთხვევაში. წინა პარასკევს, როდესაც გასაუბრებები ჩატარდა ქართველ კანდიდატებთან, განიხილეს თურქეთის სია, რომელიც უკან დააბრუნეს და ჩვენი სია მოიწონეს. ჩვენი სია ერთხელ იქნა საპარლამენტო ასამბლეის მიერ უარყოფილი. მეორე სია ჩავარდნილი არ ყოფილა, ამგვარი გადაწყვეტილება ბუნებაში არ არსებობს. მეორე გადაწყვეტილება იყო სიის მოწონების შესახებ რამდენიმე დღის წინ.
პირველი სიის ჩავარდნას მე ვუკავშირებ იმ გაუგონარ პროცესებს ქვეყნის შიგნით და სტრასბურგში, რომელშიც მონაწილეობდა ძალიან ბევრი ადამიანი. ისინი გუშინაც კი, საპარლამენტო ასამბლეის კენჭისყრის პარალელურად მუშაობდნენ, მაგრამ საქართველოს ღირსეულმა კანდიდატმა აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო.
ლადო ჭანტურიას მინდა წარმატება ვუსურვო. ის საქმიანობას რამდენიმე კვირაში შეუდგება“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ლადო ჭანტურია სტრასბურგის მოსამართლედ 10 ოქტომბერს აირჩიეს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


