მსოფლიო
საქართველოს 10 მოქალაქეს უკრაინაში შესვლა აუკრძალა
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს 10 მოქალაქეს უკრაინაში შესვლა აუკრძალა, ხოლო კიდევ 6 პირის მიმართ იგეგმება ბინადრობის უფლების გაუქმება. ამის შესახებ სამართალდამცავი საქმიანობის უზრუნველყოფის საკანონმდებლო საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილი სერვატიუკმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ამ პირებმა 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილთან ერთად უკრაინის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.
„ის პირები, რომლებიც იდენტიფიცირებული იყვნენ და დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას წესრიგის დარღვევაში , სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განყოფილებაში გამოცხადნენ. მათზე შედგენილია ოქმები და ისინი დაბრუნდნენ თავიანთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფლებამოსილების თანახმად, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას კანონდარღვევის გამო ამ პირების მიმართ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ გარკვეული პერიოდით მათ აეკრძალებათ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა“, - განაცხადა სერვატიუკმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა.
სასაზღვრო სამსახურმა 350 ადამიანის იდენტიფიცირება მოახერხა, ვინც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „შეგინში“ მომხდარ მოვლენებში მიიღო მონაწილეობა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


