უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

13 მარტი, 2018 12:55
font-size

საქართველომ უნდა წაიყვანოს შვედეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი ციხეები საკუთარი დამნაშავეებისთვის გვჭირდება - შვედი მინისტრი

დღეს სტოკჰოლმში შვედეთის იუსტიციის მინისტრი მორგან იოჰანსონი საქართველოს შს მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდება. იოჰანსონი აპირებს, მოითხოვოს გახარიასგან, რომ საქართველომ უზრუნველყოს სამშობლოში თავისი მოქალაქეების გადაყვანა, ვინც გასამართლებულია შვედეთში ჩადენილი დანაშაულისთვის.

„ესაა საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ შვედეთთან და კანონის მიხედვით, მათი საქართველოში დაბრუნება შესაძლებელია.

მეორე მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შვედეთში ციხეები საკუთარი დამნაშავეებისთვის გვჭირდება“, - თქვა იოჰანსონმა.

პოლიციის მონაცემებით, შვედეთში ქურდობების თითქმის ნახევარი ჩადენილია უცხოელების მიერ, ქურდობის გარდა, მანქანების გატაცებებისა და მოხუცებულების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების უკან უმეტეს შემთხვევებში ასევე უცხოელები დგანან. დამნაშავეებს შორის სჭარბობენ საქართველოს, რუმინეთის, ლიტვისა და პოლონეთის მოქალაქეები. შვედეთი ამ ქვეყნებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს.

იოჰანსონის თქმით, ქართულმა მხარემ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უნდა მიიღოს, მაგალითად შვედეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები, თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს არ მომხდარა. შვედი მინისტრის თქმით, ამის მიზეზად თბილისი ასახელებს ციხეებში საკმარისი ადგილების არარსებობას.

იოჰანსონის შეფასებით, საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების გამო დათანხმდება შვედეთის მოთხოვნებს.

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი