კომენტარი
საქართველომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა მინისტრ მღებრიშვილის სამარცხვინო ჩანაწერის „გაპრავების“ მიზნით გააგზავნა - ბექა ბასილაია
ექსტრადირების მოთხოვნა არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული, - განაცხადა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ტელეკომპანია ,,პირველის“ გადაცემაში ,,რეაქცია.“
ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველი ვარაუდობს, რომ ,,საქართველომ ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადიციის მოთხოვნა მინისტრ მღებრიშვილის სამარცხვინო ჩანაწერის „გაპრავების“ მიზნით გააგზავნა.“
,,რეალურად, მაღალი ალბათობით, მას შემდეგ, რაც მღებრიშვილის ჩანაწერი გავრცელდა, თავიანთი თავის დაზღვევის მიზნით და იმ სამარცხვინო ჩანაწერის გაპრავების მიზნით გაგზავნა მოთხონვა ქართულმა მხარემ“, - განაცხადა ბასილაიმ.
საუბარია, ჩანაწერზე, რომლის ერთ-ერთ მონაწილედ გიორგი მღებრიშვილი სახელდება. ჩანაწერში უკრაინის შს მინისტრის სახელით რუსი პრანკერი თითქოსდა საქართველოს შს მინისტრს ესაუბრება მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით.
ავტორების მიერ გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ სჭირდებათ და ქვეყნის ხელისუფელბას არ სურს ექსპრზეიდენტის ექსტრადირება.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


