კომენტარი
საქართველომ ჭამა სირცხვილი, რომელიც არ უჭამია არცერთ ევროპულ სახელმწიფოს აზერბაიჯანის შემდეგ - ზაზა ხატიაშვილი
საქართველომ ჭამა სირცხვილი, რომელიც არცერთ ევროპულ სახელმწიფოს არ უჭამია აზერბაიჯანის შემდეგ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი სტრასბურგში საქართველოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატურების დაბლოკვას ევროსაბჭოს მიერ.
ზაზა ხატიაშვილის თქმით, საქართველოს მიერ შერჩეულ კანდიდატურებს ის მუდმივად აპროტესტებდა, რის გამოც მან აქციები სტრასბურგშიც გამართა.
,,მე ვიყავი კომისიის წევრი და ვამბობდი, რომ მორალური კრიტერიუმებით არ შესაბამებოდა მოსამართლის მაღალ სტანდარტებს ის ხალხი, ვინც წარადგინა საქართველოს ხელისუფლებამ. განსაკუთრებული პრეტენზია მქონდა ევა გოცირიძეზე. ეს მერე მე გავასაჩივრე. წავედი, ჩავატარე აქციები. დავჯექი ევროსაბჭოს მისაღებში მათი სურათებით, რომ არ დაენიშნათ.
ევროსასამართლოს წინ ჩავატარე აქცია და ოქტომბერში ვთქვი, რომ სია დაიბლოკა. თუმცა ქალბატონმა წულუკიანმა, როგორც იცის ხოლმე, მოიტყუა ოქტომბერში და თქვა, რომ სია არ დაიბლოკა და თურმე გადაუდეს.
საქართველომ ჭამა სირცხვილი, რომელიც არ უჭამია არცერთ ევროპულ სახელმწიფოს აზერბაიჯანის შემდეგ’’, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


