კომენტარი
საქართველომ არ უნდა დაუშვას, რომ „გაზპრომთან“ ერთი-ერთზე დარჩეს - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია „იბერიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში „გაზპრომთან“ თანამშრომლობაზე ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო უნდა იყოს მომზადებული „გაზპრომთან“ საუერთიერთობოდ, რადგან კომპანია რუსეთის ინტერესებს ატარებს.
„ „გაზპრომი“ არის რუსული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძლიერი ხელი. და როდესაც გაზპრომთან ურთიერთობ, ამ შემთხვევაში, ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ ძალიან კონცენტრირებული, კოორდინირებული ერთმანეთში და არა მარტო ერთმანეთთან, არამედ ჩვენს პარტნიორებთანაც“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის თქმით, საქართველომ არ უნდა დაუშვას , რომ „გაზპრომთან “ „ერთი-ერთზე დარჩეს“.
ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ ის პარლამენტში გამოვიდა ინიციატივით, რომ დეპუტატები და პრეზიდენტი ერთიან პოზიციაზე ყოფილიყვნენ ამ თემაზე.
„ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს შესაძლებლობები შესუსტდა ამ მოლაპარაკებების შედეგად. მე იმ კონტრაქტზე კი არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ იმ სიტუაციაზე, რომლის შედეგია ეს კონტრაქტი. ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენი რაღაც პოზიციები შესუსტდა ამ მიმართულებით. ახლა რა ვქნათ, ახლა მაინც კოორდინირებულად ჩავერთოთ დაპირისპირების რეჟიმში, მაგრამ დეპუტატებმა პარლამენტში იცოდნენ ამის შესახებ, რომ იყოს პრეზიდენტი ჩართული და ერთიანი მესიჯით და პოზიციით ვიყოთ ამ თემაზე. იმიტომ რომ ამ თემაზე ჩვენ ერთმანეთის მოწინააღმდეგეები არა ვართ. იდეაში, ჩვენ ამ თემით საქართველოს ვიცავთ“, - თქვა პრეზიდენტმა „იბერიასთან“ ინტერვიუში.
მრგველაშვილმა განაცხადა, რომ „გაზპრომთან“ მიმართებით უნდა გაძლიერდეს მუშაობა საქართველოს ინტერესების დაცვის კუთხით.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


