კომენტარი
საქართველო რუსეთის ჯარების შემადგენლობაში ე.წ სამხრეთ ოსეთის ჯარის შესვლის ნაბიჯს არ შეეგუება - თენგიზ ფხალაძე
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ისეთი ნაბიჯების გადადგმა გრძელდება, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიის პროცესს ემსახურება.
ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ჟურნალისტებს ოკუპირებული ე.წ სამხრეთ ოსეთის ე.წ ჯარების რუსეთის ფედერაციის ჯარების შემადგნელობაში შესვლის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
"მოგეხსენებათ, რუსეთმა გააფორმა ე.წ. შეთანხმებები ოკუპირებულ რეგიონებთან და დღეს ხდება ამ ე.წ. შეთანხმებების იმპლემენტაცია. პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მაშინ გამოთქვა შეშფოთება და მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ წინ აღდგომოდნენ ამ ნაბიჯებს", - განაცხადა ფხალაძემ.
მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი ყველა საერთაშორისო ფორმატში წამოჭრის ამ საკითხს და საქართველო ამ ნაბიჯებს არ შეეგუება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


