კომენტარი
საქართველო-ნატოს მორიგი სწავლება რეგიონისა და მსოფლიოსთვის საშიშროებას წარმოადგენს - რუსეთის საგარეო უწყება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოში ნატოს სწავლებას გამოეხმაურა.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო-ნატოს მორიგი სწავლება, რეგიონსა და მსოფლიოსთვის საშიშროებას წარმოადგენს.
„ყურადღება მივაქციეთ ნატო-საქართველოს მორიგ სამხედრო მანევრებს, რომელშიც 13 ქვეყნის 250-ზე მეტი სამხედრომოსამსახურე მონაწილეობს. მიმდინარე წელს, ეს უკვე მესამე მრავალეროვნული სწავლებაა საქართველოს ტერიტორიაზე მაისში ჩატარებული Noble Partner-სა და სექტემბერში გამართულ Agile Spirit-ის შემდეგ. მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების მასშტაბებისა და ოპერატიული მზადყოფნის ინტენსივობის ზრდა ნატოს სტანდარტების შესაბამისად“,-ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ „რუსეთი ამგვარ აქტივობაში რეგიონსა და მსოფლიოს სტაბილურობისთვის სერიოზულ საშიშიროებას ხედავს“.
„საკუთარ შეშფოთებაზე საქართველოს მეზობლებმა აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა არაერთხელ განაცხადეს. ყველას გვახსოვს, რომ ნატოს წევრობის მესიჯებმა, რომელიც ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა, თბილისს 2008 წლის აგვისტოში, ცხინვალში რუსი მშვიდობისმყოფელებსა მშვიდობიან მოსახლოებაზე თავდასხმისკენ უბიძგა. ნატოში არ მალავენ, რომ თბილისთან ამჟამინდელი სამხედრო პარტნიორობა „რუსეთის შეკავების“ პოლიტიკის ნაწილად განიხილება. როლი, რომელსაც საქართველო იღებს ამ კონტექსტში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაჯანსაღების პოზიტიურ პროცესს ართულებს“,-აღნიშნულია განცხადებაში.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


