კომენტარი
საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არ ვიცი, როდის - იან კელი
მე გავიმეორებდი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის სიტყვებს ,,ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში და ვიქნებით თქვენს გვერდით, სანამ ეს არ მოხდება,“ - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ვიდეოკონფერენციისას.
როგორც ელჩმა აღნიშნა, 20 წელიწადში საქართველო გახდა დამოუკიდებელი და ქვეყანა გახდება ნატო-ს წევრი.
„მე ვიცხოვრე ორჯერ საბჭოთა კავშირში და მაშინ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ბერლინის კედელი დაეცემოდა; 1976 წელს, როდესაც პირველად ჩამოვედი აქ, ვინმეს რომ ეკითხა, რა დრო დასჭირდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ეჭვის თვალით შევხედავდი. ჩვენ ვხედავთ, რომ 20 წელიწადში საქართველო გახდა დამოუკიდებელი“, – განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა განაგრძოს განვითარება.
„ნება მიბოძეთ ვთქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არ ვიცი, როდის. ჩემი აზრით მთავარია, რომ საქართველომ გააგრძელოს განვითარება. მე გავიმეორებდი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის სიტყვებს „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში და ვიქნებით თქვენს გვერდით, სანამ ეს არ მოხდება.“, – აღნიშნა ელჩმა.
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


