კომენტარი
საქართველო გახდა ნარკოტიკების მოხმარების ჰაბი - გიგა ბუკია
„ქართული ოცნების“ წევრის, გიგა ბუკიას შეფასებით, მარიხუანის დეკრიმინალიზციის შედეგად რა რაოდენობით გაიზრდება ქვეყანაში ავტოსაგზაო, თუ სხვა კრიმინალური შემთხვევბი, ამაზე პასუხისმგებლობა იმ მოსამართლეებს ეკისრებათ, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ ბუკიამ „ტვ პირველის“ეთერში განაცხადა.
„საკონსტიტუციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით საქართველო გახადა ნარკოტიკების მოხმარების ჰაბად. დღეიდან საქართველო პლანის სამოთხედ შეუძლიათ აღაირონ. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც დაშვებულია იმ რაოდენობის მარიხუანა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დეკრიმინალიზებულად გამოაცხადა. მსგავსი პრეცედენტი კი არა, მასთან მიახლოებული რაოდენობები არ არსებობს.
საქართველოში დღევანდელი გადაწყვეტილებით დეკრიმინალიზირებულია 70 გრამი მარიხუანა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოიხმაროს, თან ატაროს, მოიყვანოს ამ რაოდენობის მარიხუანა, რომელიც საკმარისია 100-150 ადამიანის ბურანში სამყოფელად და „დასაბოლებად“.
რა რაოდენობით გაიზრდება ავტოსაგზაო, თუ სხვა კრიმინალური შემთხვევები, რომლებიც მარიხუანით თრობის შედეგად ადამიანები გამოიწვევენ - ეს არის იმ მოსამართლეების პასუხისმგებლობა, მათ სინდისზეა ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო.
შედარებისთვის, პორტუგალიაში არის ყველა სახის ნარკოტიკი დეკრიმინალიზებული და იქ მარიხუანის მხოლოდ 25 გრამია დეკრიმინალიზებული, ჰოლანდიაში 5 გრამი და საქართველოში 70 გრამია“,-აღნიშნა დეპუტატმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


