კომენტარი
საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში - დავით ზალკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის შეფასებით, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე, გენერალურ დებატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლით საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე მრავალი მნიშვნელოვანი კომპონენტით წარმოჩინდა.
მისი თქმით, პირველ რიგში ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან ფუნქციას, რასაც ქვეყანა ასრულებს რეგიონის განვითარებისთვის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
„დღევანდელ მსოფლიოში, რომელიც დახუნძლულია სერიოზული პრობლემებით, არსებობს უამრავი ცხელი წერტილი, ჩრდილოეთ კორეა, სირია, უკრინა, ის პრობლემები რომელსაც საოკუპაციო ძალები ქმნიან ჩვენს ტერიტორიაზე. ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში აქცენტები გაკეთდა იმაზე თუ რა ფუნქცია შეიძლება შეასრულოს საქართველომ რეგიონში სტაბილურობის კუთხით. ის პროექტები რომელზეც საუბარი იყო პრემიერის გამოსვლაში მნიშვნელოვანი ფაქტორია რეგიონის სტაბილურობისთვის. ნათლად გამოჩნდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება აქცენტს აკეთებს ადამიანზე, რომ ადამიანი არის ის უმთავრესი მიზიდულობის ცენტრი, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდეს ყველა ის მცდელობა, რომელიც მიმართულია მისი კეთილდღეობისთვის. საქართველოს ხელისუფლების ყველა ნაბიჯი გადადგმულია ამ მიმართულებით“-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მისი განცხადებით, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს საკითხს ადგილი დაეთმო ბევრი ლიდერის გამოსვლაში და მათი მხრიდან გაკეთდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები.
„ლიდერების მხრიდან გაჟღერდა მოწოდებები, რომ აუცილებელია აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია, მათი მხარდაჭერა და გაერთიანება უაღრესად მნიშვნელოვანია ამ პრობლემის გადასაჭრელად და ჩვენი დიპლომატიის ყოველდღიური საქმიანობა სწორედ ამისკენ არის მიმართული. თავად ის ფაქტი, რომ დღეს გაეროს მაღალი ტრიბუნიდან გაისმა ასეთი მოწოდებები, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში“-განაცხადა ზალკალიანმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


