კომენტარი
საპარლამენტო უმრავლესობის ხრწნის პროცესი მიმდინარეობს – ელენე ხოშტარია
საპარლამენტო უმრავლესობის ხრწნის პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
ელენე ხოშტარია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ეკა ბესელიას შორის არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
„საერთოდ არ მაინტერესებს, პიროვნულად ერთმანეთთან ვის რა დამოკიდებულება აქვს. ადამიანი როგორც არ უნდა გძულდეს, პირადი ცხოვრებით მანიპულირება ჯოჯოხეთია. ვიღაც ახალგაზრდები დაიჭირეს იმაზე, რომ ვიდეო შემთხვევით ჩართეს და ამ დროს არც ერთ კითხვაზე პასუხი არ არის – ეს ყველაფერი ვის ინტერესებში იყო, ვინ დადო ვიდეო, რატომ დადო, როგორ ხდება სისტემური ჯოჯოხეთი და ა.შ.
იმას უნდა ვუსმინოთ, კობახიძემ რა უთხრა და მეორემ რა უპასუხა, ეს ხალხის შეურაცხყოფაა. მაშინ, როცა ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკის თვალსაზრისით სისტემური ჩავარდნა გვაქვს, პარლამენტის შეურაცხყოფას ვუყურებთ, რადგან ლაპარაკობენ პიროვნულ კინკლაობასა და იმაზე, ვინ უფრო ახლოს არის ბიძინა ივანიშვილთან. ეს ხდება მაშინ, როცა უმწვავესი პრობლემები გვაქვს, დაწყებული სარალიძის საქმით, დამთავრებული სოციალური მუშაკების პრობლემებით“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


