კომენტარი
სამუშაო ჯგუფის შექმნის პირდაპირი ვალდებულება პარლამენტს აქვს, და არა პრეზიდენტს - მანანა კობახიძე
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფში ყველა შესაბამისი სეგმენტი იქნება ჩართული.
ამის შესახებ კობახიძემ შესაბამისი საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„ყველა შესაბამისი სეგმენტი იქნება წარმოდგენილი, იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ თანხმობით საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის ბერკეტი ექნება ნამდვილად „ქართულ ოცნებას“,-განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის მზაობას შექმნას სამუშაო ჯგუფი, კობახიძემ აღნიშნა, რომ რამდენად იქნება პრეზიდენტის მხრიდან ეს ეფექტური, უცნობია.
„შესაძლებელია პრეზიდენტს ჰქონდეს ასეთი ჯგუფის შექმნის სურვილი და შეიძლება შექმნას კიდეც, მაგრამ მეორეა, რამდენად იქნება ეს ფორმალიზებული და რამდენად იქნება ეფექტური პრეზიდენტის მხრიდან შექმნილი ჯგუფის საქმიანობა, მაშინ როდესაც პირდაპირი ამისი ვალდებულება აქვს სწორედ პარლამენტს“,-აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის ინიციატივას, რომ შეიქმნას საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი, პრეზიდენტის სახელით გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა.
მისი თქმით, პრეზიდენტი მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას და მზად არის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად დააფუძნოს სამუშაო ჯგუფი.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


