კომენტარი
სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება - გიორგი ახვლედიანი
„დემოკრატიული მოძრაობის“ წევრის, გიორგი ახვლედიანის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით შესაძლოა ევროპარლამენტში ისეთი განცხადებები გაკეთდეს, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ და მთლიანად ქვეყანას შეუქმნის სერიოზულ პრობლემას.
როგორც ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ მესამე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციის ახალ რედაქციას - ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას ლეგიტიმური კონსტიტუცია აღარ ექნება.
„ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად დაკარგა საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ის განცხადებები, რომელიც ისმის ევროსაბჭოდან, ვენეციის კომისიიდან - ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას მესამე მოსმენით კენჭისყრის შემდეგ ლეგიტიმური კონსტიტუცია აღარ ექნება. ეს ნიშნავს. რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ დაკარგავს საერთაშორისო ლეგიტიმაციას.
ჯანი ბუკიკიომ თქვა, რომ თუ კონსტიტუცია იქნება ერთპარტიული, კონსენსუსის გარეშე მიღებული კომისია მას ლეგიტიმაციას ვერ მისცემს.
საერთაშორისო ლეგიტიმაციის არარსებობა არ ნიშნავს,იმას რომ ვენეციის დასკვნა მხოლოდ ვენეციის კომისის პრეზიდენტის უჯრაში იდება. ეს დაეგზავნება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ევროკავშირის სტრუქტურას. მეორე დღესვე ევროპარლამენტში გაკეთდება განცხადებები, რომ საქართველოს ხელისუფლება წავიდა ავტოკრატიული მიმართულებით და ავტოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების კუთხით. ვვარაუდობ, რომ პირდაპირ დაფიქსირდება და დაისმება საკითხი, ხომ არ იჩქარა ევროპამ, როდესაც ვიზალიბერალზაცია მისცა ქვეყანას, რომელმაც ზუსტად მეორე დღიდანვე დაიწყო ავტოკრატიული რეალობის ჩამოყალიბება; ხომ არ იჩქარა ევროპამ ეკონომიკური ხელშეკრულებების გაფორმება . აქედან გამომდინარე, ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება „ქართულ ოცნებას“, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანასაც შეექმნება“,-განმარტა გიორგი ახვლედიანმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


