უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

11 მარტი, 2019 17:20
font-size

სამწუხაროდ, ჩანს, რომ ცალკეული მხარეები ყოველთვის გამოიყენებენ საარჩევნო პერიოდში სკოლების შემოწმების თემას პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის - მიხეილ ბატიაშვილი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი კატეგორიულად არ იზიარებს გამოთქმულ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ სამინისტროს მხრიდან სკოლები პოლიტიკურად აქტიურ პერიოდში შეგნებულად მოწმდება.

მინისტრის თქმით, სკოლების შემოწმება სასწავლო წლის პერიოდში მუდმივ რეჟიმში ხორციელდება და ასეთი თემების პოლიტიზირება დაუშვებელია.

„სამწუხაროდ, ჩანს, რომ ცალკეული მხარეები ყოველთვის გამოიყენებენ საარჩევნო პერიოდში სკოლების შემოწმების თემას პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის. შეგახსენებთ, რომ სასწავლო წელი სექტემბერში იწყება. სწორედ ამ დროს იწყება აქტიური სასკოლო და საგაკვეთილო პროცესი და ბუნებრივია, რომ ამ პერიოდს ემთხვევა შემოწმებებიც. რაც შეეხება საიას განცხადების პათოსს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს სისტემა სრულად დეპოლიტიზირებულია. ჩვენი მიზანი და მოწოდება მხოლოდ რეფორმა, განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ახალი დღის წესრიგის შექმნაა, მაგრამ როგორც ჩანს, ცალკეული ჯგუფები პოლიტიკურად უდგებიან საარჩევნო პერიოდში სკოლების შემოწმებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. პარლამენტში სწორედ ამ რისკების თავიდან ასაცილებლად წამოვაყენე საკანონმდებლო ინიციატივა, რომ საარჩევნო პერიოდში სკოლების შემოწმებებზე მორატორიუმი გამოცხადდეს. ასეთ მიდგომას პირადად მე არ ვეთანხმები, უფლება არ გვაქვს შევხედოთ უამინდობას ან პოლიტიკურ ამინდს. ჩვენ ვალდებული ვართ შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ, მაგრამ მსგავსი პოლიტიკური ეჭვები და განცხადებები სისტემას უფრო აზიანებს“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი