კომენტარი
სამწუხაროდ, არჩევნებს დაუკავშირეს გადაწყვეტილება, რომელიც ცენტრალურმა ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველების დახმარებაზე მიიღო - კახა კალაძე
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ სოციალური დახმარების გაზრდის თაობაზე მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებს დაუკავშირეს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში იმსჯელეს.
კითხვაზე, კანაფის კულტივაციის კანონპროექტის პარლამენტიდან გამოწვევა, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალის წარდგენა და სოციალური დახმარების გაზრდის საკითხი უკავშირდება თუ არა მთავრობის გააქტიურებას წინასაარჩევნოდ, კალაძე პასუხობს, რომ შეიძლება ეს ყველაფერი დაემთხვა.
„სამწუხაროდ, არჩევნებს დაუკავშირეს გადაწყვეტილება, რომელიც ცენტრალურმა ხელისუფლება მიიღო, ეს არის სოციალურად დაუცველების დახმარება. ამაზე ჯერ კიდევ მაისის თვეში, როდესაც მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრი იყო მაშინ იყო საუბარი, რომ ეს ცვლილები უნდა განხორცილებულიყო. შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი პატარებისთვის და ზოგადად, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის, რომ დასაქმების შემთხვევაში მათ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ. ეს არიან ის ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ადეკვატური პასუხები, გადაწყვეტილებები და რეფორმები უნდა იყოს ამ მიმართულებით, რომ ამ ოჯახებს ყველანაირად გვერდში დავუდგეთ“, - განაცხადა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


