კომენტარი
სამწუხაროა ის ვითარება, რაც შექმნილია საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ პრეზიდენტის მხრიდან - ეკა ბესელია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებით არაკონსტრუქციული ვითარებაა შექმნილი.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის ვადებზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების ვადები დაკავშირებულია საერთო პოლიტიკურ კონსენსუსთან და არა პერსონალურ განწყობებთან.
”სამწუხაროდ, ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით ამ პროცესს, რომ პარლამენტის, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობითი, ყველაზე მაღალი ინსტიტუტის მიმართ ხორციელდება ღია და აშკარა უპატივცემული, ხშირად არასაქმიანი, არასასურველი, არასასარგებლო დამოკიდებულების დემონსტრირება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან ჩვენ მოგვისმენია სრულიად მიუღებელი დამოკიდებულება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს, როგორც ინსტიტუციის მიმართ. რაც შეეხება კონსტიტუციასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს, ვითარება, რომელიც ჩამოყალიბდა პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან, არ არის კონსტრუქციული, არ არის სამუშაო და ბუნებრივია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ამაზე სინანულით და გულდაწყვეტით საუბრობს, ეს ლოგიკური და გასაგებია. სამწუხაროა ის ვითარება, რაც შექმნილია საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ პრეზიდენტის მხრიდან. ეს არ უნდა იყოს რეფორმის და ამ მნიშვნელოვანი ეტაპის საწინააღმდეგო პროცესი. არამედ, ეს უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ ხელი შეეწყოს ქვეყანაში კონსტიტუციურ რეფორმას”, - განაცხადა ბესელიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


