უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

23 ივლისი, 2018 15:35
font-size

სამწუხარო ფაქტია ის, რომ კვლავ მორიგ, დაუსაბუთებელ ბრალდებებს ვისმენ - ლევან იზორია

სამწუხარო ფაქტია ის, რომ კვლავ მორიგ, დაუსაბუთებელ ბრალდებებს ვისმენ, რომელიც მიმართულია, ვფიქრობ, მთლიანად შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ. ელემენტარული პასუხი მაქვს - თუ ჩაიხედებით კანონმდებლობაში, ეს არ არის სამხედრო პოლიციის ქვემდებარე ფაქტი ანუ სამხედრო პოლიცია იძიებს იმ სამართალდარღვევებს, რომელიც სამხედრო ნაწილის ფარგლებში ხდება, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ნორიოში მომხდარ ინციდენტზე.

თავდაცვის მინისტრმა ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გასულ სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებას სამხედრო პოლიციის უმოქმედობასთან დაკავშირებით -სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა უწოდა: „რაც შეეხება ფაქტებს, სამართალდარღვევებს, რომელიც სამხედრო ნაწილის მიღმა ხდება, აქ ყველაზე კომპეტენტური, ბუნებრივია, სამოქალაქო პოლიციაა პროკურატურის ჩართულობით“.

ლევან იზორიას თქმით, სამხედრო პოლიციამ იმოქმედა კანონის სრული დაცვით და ჰქონდა მყისიერი რეაგირება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რათა დაედგინა, ჰქონდა თუ არა ადგილი ალკოჰოლური სასმელის მიღების ფაქტს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. სამხედრო პოლიციამ დაადგინა ის ფაქტიც, რომ სამოქალაქო პოლიციას სამედიცინო პერსონალისგან შეტყობინება უკვე ჰქონდა მიღებული. ეს შეტყობინება კი, ეფუძნებოდა სამხედრო მოსამსახურეების პირველად ინფორმაციას, რომ სერგო ჯიმშერაშვილი შეუძლოდ გახდა და დაზიანებები დაცემის დროს მიიღო.

აღნიშნული პირველადი ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურეები მალავდნენ დანაშაულს. სწორედ ამ საფუძვლით, ოთხი პირი ბრალდებულის სახით პასუხისგებაშია მიცემული, ხოლო ერთი პიროვნება - ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებით არის ბრალდებული. ეს უკვე იმ გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომელიც სამოქალაქო პოლიციამ განახორციელა. ასე რომ, ის ბრალდება, თითქოსდა სამხედრო პოლიციამ პროცესუალურად არ იმოქმედა - არასწორია. ამას კანონი უკრძალავს და ის ქმედებებში შეზღუდულია“, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

„სამხედრო პოლიციას ინფორმაცია ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ სამხედრო მოსამსახურე სუფრასთან შეუძლოდ გახდა, წაიქცა და დაზიანებები მიიღო. სწორედ იმის გამო, რომ სამხედრო მოსამსახურეებისგან დანაშაული იმალებოდა, ისინი ახლა პასუხისმგებაში არიან მიცემული. აქედან გამომდინარე, ცალსახად ვამბობ, რომ პირველადი ინფორმაციით, სწორედ ასეთი შეტყობინება შევიდა სამოქალაქო პოლიციაში. შემდგომ პოლიციამ გამოძიება დაიწყო, მართალია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით. თუმცა, იმ დასკვნის საფუძველზე, რომელიც ექსპერტიზისგან მიიღო, ის გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და დღეს, სწორედ ერთ-ერთი პირი მიცემულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით პასუხისმგებაში.

ძალიან ვწუხვარ, რომ ეს არა მხოლოდ მინისტრს, არამედ მთლიანად შეიარაღებულ ძალებს ეხება - რომ უდისციპლინობას აქვს ადგილი, მეთაურებისგან უპასუხისმგებლო ქმედებებს აქვს ადგილი. ვფიქრობ, აღნიშნული ფაქტი ძალიან დაკვირვებული ანალიზის საგანი უნდა იყოს, მით უფრო, როდესაც შეიარაღებულ ძალებს ვეხებით,“ - აცხადებს ლევან იზორია.

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი