კომენტარი
სამშვიდობო პროცესში სამოქალაქო სექტორს და სახალხო დიპლომატიას უნიკალური როლი აქვს - ქეთევან ციხელაშვილი
სამშვიდობო პროცესში სამოქალაქო სექტორს და სახალხო დიპლომატიას უნიკალური როლი აქვს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მრგვალ მაგიდაზე „გავაძლიეროთ კონფლიქტის პრევენცია: რეკომენდაციები ევროკავშირისთვის“ გამოსვლისას განაცხადა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მრგვალი მაგიდა პროექტის WOSCAP (კონფლიქტის ადრეული გამოვლენა და მშვიდობის მშენებლობა საზოგადოების თანამონაწილეობით) ფარგლებში გაიმართა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებითა და კონფლიქტოლოგიისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის პარტნიორობით ხორციელდება.
„კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა, სამოქალაქო სექტორს და სახალხო დიპლომატიას უნიკალური როლი აქვს. ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო და საყურადღებოა მათი მოსაზრებების და რეკომენდაციების მოსმენა“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომებზე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია, რომ საერთო ინტერესებზე დაფუძნებით ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური განზომილებით დიალოგს შევუწყოთ ხელი. ამასთან, ჩვენ უფრო მეტად ხელმისაწვდომს ვხდით ორივე რეგიონის მოსახლეობისთვის შესაძლებლობებს განათლების, სოციალურ, ეკონომიკურ, სავაჭრო სფეროებში, ხელს ვუწყობთ კულტურულ, სამეცნიერო კავშირებს. ჩვენი მიდგომის არსი არის ის, რომ ვიზრუნოთ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე. ადამიანები, რომლებიც მავთულხლართებს მიღმა იზოლაციაში ცხოვრობენ, რთულ პირობებში არიან და ჩვენი პრიორიტეტია, რომ გავუმარტივოთ მათ ცხოვრება, გავუმარტივოთ წვდომა სხვადასხვა სერვისზე, რომლებსაც დანარჩენი მოქალაქეებისთვის საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს და სარგებელზე, რომელსაც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგალითად, ევროკავშირთან თანამშრომლობიდან ვიღებთ. ეს არის ალტერნატივა, რომელსაც ჩვენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას ვთავაზობთ იქ მიმდინარე ინტენსიური რუსიფიკაციის ფონზე“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


