უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

2 თებერვალი, 2018 10:45
font-size

სამშენებლო სამუშაოებს ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით გადამოწმება ნამდვილად არ აწყენს - დავით ნარმანია

არ ვფიქრობ, რომ არსებითი პრობლემაა, თუმცა სამშენებლო სამუშაოებს ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით გადამოწმება ნამდვილად არ აწყენს, - განაცხადა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თბილისის ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ.

როგორც ნარმანია ამბობს, არსებობს მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ლაბორატორია, რომელსაც დასკვნის გაკეთება შეეძლო. თუ რატომ არ დაიდო შესაბამისი დასკვნა, ამ კითხვაზე პასუხს ყოფილი მერი სატრანსპორტო სამსახურისგან ელის.

„არ ვფიქრობ, რომ არსებითი პრობლემაა, თუმცა სამშენებლო სამუშაოებს ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით გადამოწმება ნამდვილად არ აწყენს. ამ ბოლო სამწუხარო ფაქტმა ეს გვიჩვენა. ამიტომ მოიგებს მუნიციპალიტეტიც და საზოგადოებაც, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანამდე ჩვენ ამ თვალსაზრისით რეფორმები არ გავატარეთ.

ჩვენ მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ლაბორატორიის რეფორმა ჩავატარეთ, რათა სხვადასხვა სახის პროექტებზე ლაბორატორიული დასკვნა ყოფილიყო. თუ მანამდე ვთქვათ გზების ხარისხის შემოწმება არაგეგმური იყო, ჩვენ ყველა შესრულებულ სამუშაოზე ლაბორატორიულ დასკვნას ვითხოვდით. სამი თუ ოთხი შემთხვევა იყო, როდესაც ვერ დაკმაყოფილდა ხარისხი და თანხა არ ანაზღაურდა.

სამწუხაროა, რომ ამ პროექტის შესრულებაში ტექნიკური ექსპერტიზა არ ჩატარდა. როგორც აღმოჩნდა, ტარდებოდა ეტაპობრივად, მხოლოდ შესრულებული სამუშაოს მოცულობის და მისი ღირებულების ექსპერტიზა, რათა ზედმეტი თანხები არ გადაერიცხათ სამუშაოს მწარმოებელი კომპანიისთვის. ამის გაკეთება იყო შესაძლებელი და ეს არის კითხვა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ისმის.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიას უნდა ჰქონოდა მეტი ინტერესი და უფრო მეტი ყურადღებით უნდა ყოფილიყო, რათა გაკეთებულიყო ტექნიკური ექსპერტიზა. თუმცა, მხოლოდ მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება არამართებულია. ჩვენ მთელ ჯაჭვს უნდა გავყვეთ, დაწყებული პროექტირებიდან, შემდეგ ამ კომპანიამ შეასრულა თუ არა ვალდებულება და ბოლოს, რატომ არ ჩატარდა ტექნიკური ექსპერტიზა“, - განაცხადა ნარმანიამ.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი