მსოფლიო
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი კიმ ჩენ ინთან შეხვედრისთვის მზადაა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა.
„მზად ვარ, უმაღლესი დონის შეხვედრა გავმართო იმ პირობით, თუ ის ხელს შეუწყობს ბირთვული პრობლემის გადაწყვეტასა და კორეებს შორის ურთიერთობების აღდგენას“, -თქვა სამხრეთ კორეის პირველმა პირმა პრესკონფერენციაზე.
მან დაამატა, რომ შეხვედრას აზრი ექნება, თუკი „პირობები იქნება დაკმაყოფილებული, ხოლო შედეგი გარანტირებული“.
გუშინ დემილიტარიზებულ ზონაში, ე.წ. „მშვიდობიან სოფელ“ პანმუნჯომში მხარეებს შორის ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა.
მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ჩრდილოეთ კორეა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე თავისი სპორტსმენებისა და ჩინოვნიკების დელეგაციას, ასევე მხარდამჭერთა გუნდს გააგზავნის. მსოფლიო დონის სპორტული ღონისძიება სამხრეთკორეულ ქალაქ ფხენჩხანში თებერვალში გაიმართება. სეულმა არ გამორიცხა, რომ ოლიმპიადის პერიოდში ფხენიანს სანქციებს მოუხსნის.
ასევე ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ განაახლებენ მოლაპარაკებებს სამხედრო საკითხებზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


