კომენტარი
სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთი არასდროს არ არსებობდა, ყოველთვის იყო ალანიის რესპუბლიკა და სამაჩაბლო, დანარჩენი კომუნისტების გამოგონილია - კახა იმნაძე
გაეროში საქართველოს ელჩმა კახა იმნაძემ კომენტარი გააკეთა სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. იმნაძემ თქვა, რომ ამ ნაბიჯით ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა ეთნიკურ წმენდას.
გაეროში საქართველოს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთების არსებობა კომუნისტების მოგონილია. იმნაძემ დასძინა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ორი რეგიონის ფაქტობრივ ოკუპაციას.
„ეჭვგარეშეა, რომ ეს ნაბიჯი ასადის რეჟიმმა რუსეთის შთაგონებით და წაქეზებით გადადგა. მინდა, აღვნიშნო, რომ ასადის რეჟიმმა ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ეთნიკურ წმენდას, რაც გასაკვირი არ არის.
რუსეთი ხშირად საუბრობს ხალხთა თვითგამორკვევის უფლებაზე. მინდა, შევახსენო მათ, რომ 100 წლის წინ, როდესაც ქართველმა ხალხმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შექმნა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, მაშინ ეს ნამდვილად იყო თვითგამორკვევა. თვითგამორკვევა ნამდვილად არ არის ის, როდესაც შენი მოსახლეობის 75 %-ზე მეტს გადაასახლებ და დარჩენილებთან თოფის ლულის ქვეშ ე.წ. რეფერენდუმს ჩაატარებ, შემდეგ კი, ამ რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით მოითხოვ თვითგამორკვევას. ასევე საოცარია, როდესაც ამ თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკების ლიდერები ითხოვენ ინტეგრაციას სხვა სახელმწიფოსთან. ეს არ არის თვითგამორკვევა. ეს არის მანიპულაცია. ასეთ შემთხვევაში ყველაზე მარტივი, შევხედოთ გეოგრაფიას. ჩვენ გვაქვს ბუნებრივი საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის – ეს არის კავკასიის მთები. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთი არასდროს არ არსებობდა. ყოველთვის იყო ალანიის რესპუბლიკა და სამაჩაბლო. ყველაფერი დანარჩენი კომუნისტების გამოგონილია, როდესაც მათ დაიპყრეს საქართველო. მინდა, ასევე ვთქვა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველო ორი რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმას და ოკუპაციაც გრძელდება”, – აღნიშნა იმნაძემ.
იმნაძემ განაცხადა, რომ რუსეთი სეპარატისტულ რეჟიმებთან შეთანხმებებს აფორმებს, რაც გულისხმობს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთში სრულ ინტეგრაციას.
„რუსეთი აგრძელებს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფება 10 ათასი რუსი ჯარისკაცი და 3 000 რუსი უშიშროების ოფიცერი. მოსკოვი აგრძელებს სამხედრო წვრთნების ჩატარებას ამ რეგიონებში და აკონტროლებს მათ საჰაერო სივრცეს. რუსეთი აგრძელებს საფორთიფიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობას საოკუპაციო ზოლთან, ამონტაჟებს მავთულხლართებსა და სხვა ბარიერებს. ის არ უშვებს ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციებს. ადგილი აქვს ეთნიკური ქართველების დაკავებისა და მკვლელობის ფაქტებს. ბოლო ფაქტი მოხდა ახლახანს, როდესაც საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი დააკავეს, ის იდუმალებით მოცულ პირობებში გარდაიცვალა და მისი სხეული მხოლოდ სამი კვირის შემდეგ გადმოგვცეს. ერთი წლის წინ კი, კამერებმაც დააფიქსირეს, თუ როგორ დაედევნა აფხაზი ე.წ. მესაზღვრე საქართველოს მოქალაქეს და მოკლა. დამნაშავეები ამ დრომდე დაუსჯელები არიან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩებიან“, – განაცხადა იმნაძემ.
გაერო-ში საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე, რომელიც საქართველო მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, ამ ინიციატივის განხორციელებას საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერები უშლის ხელს.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ სირიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა სირიის გარდა ასევე აღიარეს რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ , ნაურუმ, ვანუატუმ და ტუვალუმ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


