კომენტარი
სამხედრო ტექნიკა, რომელსაც აშშ საქართველოს მიყიდის, რეგიონში სამხედრო ბალანსს ვერ შეცვლის, თუმცა საქართველოსთვის მნიშნელოვანია - გიორგი რუხაძე
ექსპერტი გიორგი რუხაძე მიიჩნევს, რომ „ჯაველინის“ ტიპის სარაკეტო დანადგარები, რომელსაც ამერიკა საქართველოს მიყიდის, რეგიონში არსებულ სამხედრო ბალანსს ვერ შეცვლის.
ამასთანავე, რუხაძის თქმით, საქართველოსთვის ანტისარაკეტო ძალების გაძლიერება მნიშნელოვანია.
ექსპერტი ასევე ხაზს უსვამს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების გაზრდას, რომ მომავალშიც მოხდეს სხვა ტიპის შეიარაღების შეძენა.
შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის „ჯაველინის“ ტიპის სარაკეტო სისტემებისა და დანადგარების მიყიდვა გადაწყვიტა. საუბარია 410 რაკეტაზე, 72 დანადგარსა და სასწავლო მოდელებზე, რომელთა საერთო ღირებულება 75 მილიონი დოლარია.
„ბუნებრივია ეს სამხედრო ტექნიკა რეგიონში დიდ რევოლუციას ვერ გამოიწვევს და სამხედრო ბალანსს ვერ შეცვლის, თუმცა საქართველოსთვის ძალიან საჭიროა ანტისატანკო დაცვის გაძლიერება. ყველაზე მთავარი მიანც ის არის რომ ეს იყოს დასაწყვისი, რომ ამის მერე სხვა უფრო მნიშვნელოვანი ტექნიკის შეძენაზე წავიდეს საუბარი.
თუმცა, ასევე უნდა ითქვას, რომ ეს იაფი არ არის 75 მილიონი. საქართველომ უნდა იფიქროს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზეც, იმიტომ რომ ეს ფული ხომ საიდანღაც უნდა მოვიდეს. აქ არის კიდევ მნიშნელოვანი ის, რომ იყოს მზაობა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ზოგადად ხელისუფლების მხრიდან, რომ თავდაცვას დასჭიდრება მეტი ფული“,-განმარტა რუხაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


