კომენტარი
სამეურვეო საბჭოს წევრებმა ყველაზე უარესი გადაწყვეტილება მიიღეს- ლაშა ტუღუში
მედიაექსპერტის, ლაშა ტუღუშის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო.
ტუღუშის თქმით, სამეურვეო საბჭოს კარგი არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდა.
ამის შესახებ ტუღუშმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევის კომენტირებისას განაცხადა.
„ბორდმა მიიღო ყველაზე უარესი გადაწყვეტილება, რაც კი შეეძლო მას მიეღო. გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან მენანება ის ერთი ლარი, თუ თეთრები, რომელსაც ჩვენი ჯიბიდან ვუხდით საზოგადოებრივ მაუწყებელს. ეს არის საქციელი, რომელიც არანაირად არ შეიძლებოდა ჩაედინა ბორდს. ბორდს ჰქონდა კარგი არჩევანის გაკეთების საშუალება და მან გააკეთა ყველაზე უარესი არჩევანი“,-აღნიშნა ტუღუშმა.
დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 6 ხმით, არხის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩია.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


