კომენტარი
სამართლიანობის აღსრულების გარეშე ლეგიტიმური იქნება მოსახლეობის მოთხოვნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს - ლევან კობერიძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან კობერიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფერო მართლმსაჯულებაა და როგორც ამჟამინდელ, ისე მომავალ მთავრობას აღნიშნულ გამოწვევაზე შესაბამისი მოქმედება მართებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, კობერიძის განცხადებით, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
,,მე, მაგალითად, მივიჩნევ, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს სამართლიანობის შეგრძნებასთან დაკავშირებით საქართველოში. ასევე, სასჯელის აუცილებლად დადგომაზე რიგ საქმეებთან, მათ შორის, სარალიძის საქმესთან დაკავშირებით.
ანუ მართლმსაჯულების ნაწილში უფრო გვაქვს პრობლემები და გამოწვევები, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ახლანდელმა და მომავალმა მთავრობამაც უნდა უპასუხოს გაცილებით მეტი კონკრეტული ნაბიჯით, არა მარტო მთავრობამ, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლებამ, მათ შორის, პროკურატურამ. ჩვენ პრობლემები და გარღვევები გვაქვს სწორედ ამ ნაწილში. თუ ჩვენ ამ ნაწილში ვერ ვახერხებთ რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას, მეტსაც გეტყვით, ალბათ მაშინ მთავრობის კი არა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხსაც დავაყენებდი მე პირადად...ჩემი აზრით, თუ ყველა იმ კითხვას, რომელსაც სამართლის აღსრულებასთან დაკავშირებით დროული პასუხები არ გაეცემა, სრულიად ლეგიტიმური იქნება მოსახლეობის მოთხოვნა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს” განაცხადა კობერიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


